შეეკედლა… 

 

თავადაც კლდეს შეაფარა თავი… შეეკედლა… 
მერე პატარა ყვავილიც შეიფარა, უბეში ჩაისვა, გულში ჩაიხუტა...
შემოსა, გაათბო, გააძლიერა, გაალაღა… ცივ ნიავს არ აკარებს… 
თუმცაღა შემოდგომის მოსვლა აშინებს!… 
იქვე, ფეხთით მიუჩენს ბინას… დაელოდება მის გაღვიძებას… 
ისევ გააცოცხლებს… ისევ გაიხარებს მისი სიტურფით…
ეს მეტაფორული სიყვარულია…
სად არ ყოფილა?… სად არ უვლია…

 

 

 

 

წაღვერი, 18 ივლისი, 2023 წელი.