
ვისთვის მარტო სარკმელია...
ვისთვის - მწვანე სამოსელი...
ვისთვის მოშვავებული კლდეა...
ვისთვის უტყეო ტყეა...
ვისთვის თავშესაფარია...
ვისთვის თავზე საფარია...
ვისთვის სახლია წმინდა...
ვისთვის სიცოცხლეც გინდა...
ვისთვის სიკვდილიც ღირდა...
ვისთვის ჟამთასვლაც იდგა...
ვისთვის წამია მხოლოდ...
ვისთვის - სიცოცხლის ბოლო...
მუცო, ხევსურეთი, 13 სექტემბერი, 2021 წელი.