
ერთად დაიბადნენ... ტანი აიყარეს ერთად... კიდევაც შეეზარდნენ ერთმანეთს...
ერთი ქოლგა აქვთ, ერთი სიხარულით უხარიათ...
ერთი სევდა აწუხებთ, ერთი სატკივარი, ერთი გულისცემა... გვერდში ერთად დგომა...
მხარი გაუმაგრეს ერთმანეთს... ერთად გაშეშდნენ სიყვარულისგან... გახევდნენ კიდეც!
ერთად მოიხრებიან წელში... ერთად ჩამოყრიან ტოტებს... ერთად დაიჩოქებენ მიწაზე...
ერთად შეერევიან მიწას!...
გარდაიცვლებიან ერთად!...
ჰო!...
უსულოთაც შეუძლიათ სიყვარული!...
დაა... შენ... რა გჭირს ადამიანო?!...
ჭალისსოფელი, ხევსურეთი, 13 აპრილი, 2025 წელი.