იდუმალი სამყარო

 

ცხოვრება - იდუმალი სამყაროა, არსებობის ლაბირინთია, 
ცვალებადია და ხანმოკლე, მკაცრია და მშფოთვარე!...
მღელვარე სიმშვიდეა... მშვიდი მღელვარებაა!...
ცხოვრება... არსებობაზე ბევრად მეტია... 
ბედნიერია ის, ვინც იცხოვრა და არა მხოლოდ იარსება...
ცხოვრება - კვალს ტოვებს,
არსებობა - წარსულს...
(წარ(მავალი) სული)...
გეცხოვროთ!...
ეამაყოთ თქვენი
გაკვალული წარსულით!..."

 

 

 

ბათუმი, 8 ივლისი, 2020 წელი .