
ჩემს სამყაროში ბევრი ფერია,
ბევრი სალი კლდე, ქარაფებია...
ბევრი სიმწვანე ბევრი მთებია...
ბევრი მდინარე ბევრი ტბებია ...
ბევრი ჩანჩქერი ბევრი ზღვებია...
ბევრი მყინვარი ბევრი ქედია...
იბადებიან და არ ქრებიან...
იზრდებიან და არ ბერდებიან.
სვანეთი, 25 ივლისი, 2025 წელი